15 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.4%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 10.47% ხოლო 7 დღის განმავლობაში – 11.09%. დღიური მაჩვენებლით, ქვეყანა გასული წლის შემოდგომის მაჩვენებელს დაუბრუნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 484 254 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 425 651, გარდაიცვალა 6 436 პაციენტი.
კომენტარები