ქართველი ემიგრანტების ინფორმაციით, ათენში საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა. მათი გადმოცემით, 50 წლამდე ქალი გასულ კვირას ქართველი ემიგრანტების შეკრებაზე იმყოფებოდა.
diaspora.ge-ს ინფორმაციით, ემიგრანტი ქალი შემოწმებაზე მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც მის დამსაქმებელს ვირუსის ნიშნები აღმოაჩნა და კლინიკაში მოათავსეს.
ათენში საქართველოს მოქალაქის ინფიცირების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს საგარეო საქმეთა სამინისტროც.
კომენტარები