გაეროს შეფასებით, კორონავირუსისგამო 24 მილიონზე მეტმა ადამიანმა შეიძლება სამუშაოები დაკარგოს, -ამის შესახებ წერს Deutsche Welle.
საუკეთესო შემთხვევაში სამსახურის გარეშე 5.3 მილიონი ადამიანი დარჩება, ყველაზე ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში კი ეს რიცხვი 24.3 მილიონამდე გაიზრდება.
„თუმცა თუკი ჩვენ საერთაშორისო, კოორდინირებულ პასუხს ვნახავთ, როგორც ეს 2008/9 წლის ფინანსური კრიზისის დროს მოხდა, ციფრები შესაძლოა გაცილებით დაბალი იყოს“, – ნათქვამია გაეროს საერთაშორისო ორგანიზაცის (ILO) მოხსენებაში.
კომენტარები