კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად საფრანგეთში ადგილობრივი არჩევნები ტარდება. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მოქალაქეები მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევენ. 14 მარტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპემ მაღაზიების, რესტორნების, თითქმის ყველა მაღაზიის და გასართობი ადგილების დახურვის შესახებ განაცხადა და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.მან ასევე დაადასტურა, რომ მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად არჩევნები ჩატარდებოდა, თუმცა პროცესის მკაცრი წესებით მიმდინარეობს, ხალხმა კი ერთმანეთთან დისტანცია უნდა შეინარჩუნონ. საარჩევნო უბნების პერსონალი კი პირბადეებით და ხელთათმანებით მუშაობს.
ბოლო მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსს 91 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 4 500-ს გადააჭარბა.
კომენტარები