ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო.
ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
ბილ დე ბლაზიოს თქმით, კრიზისული სიტუაცია შეიძლება ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდეს.
საგანგებო მდგომარეობის შემოღება ქალაქის ხელისუფლებას რიგი ზომების გატარების საშუალებას მისცემს, როგორიც არის საჯარო სივრცეების დახურვა, ფასწარმოქმნის შეზღუდვა და ა.შ.
ბოლო მონაცემებით, ნიუ-იორკში კორონავირუსით ინფიცირების 95 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 42 ბოლო 24 საათის განმავლობაში.
კომენტარები