ყაზახეთში კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
პრეზიდენტ ჟომარტ ტოკაევის განკარგულებით, ქვეყნის საზღვრები უცხოეთის მოქალაქეებისთვის დროებით დაიხურება. ახალი რეგულაცია 15 აპრილამდე იმოქმედებს. ყაზახეთში დღეისათვის კორონავირუსის 8 შემთხვევაა დადასტურებული.
კომენტარები