კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მონღოლეთმა ჩინეთთან საზღვარი ჩაკეტა. როგორც გამოცემა „გლობალ თაიმსი“ იუწყება, საზღვარზე ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეების გადასვლა აკრძალულია.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსი 2019 წლის დეკემბრის ბოლოს გამოვლინდა. ამჟამად ვირუსით გამოწვეული პნევმონიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 80-ს აღწევს. ინფიცირებულია 2700-მდე ადამიანი.
კომენტარები