კორონავირუსმა ახალი ძალებით იფეთქა, ირანში 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, არიან გარდაცვლილები. ვირუსით დაღუპულთა რიცხვი იზრდება ჩინეთშიც და სამხრეთ კორეაშიც.
ირანში 14 პროვინციაში სწავლის პროცესი შეჩერებულია. თურქეთმა ირანთან საერთო საზღვარი დროებით დახურა. სამხრეთ კორეა განგაშის უმაღლეს დონეს აცხადებს. ქვეყნის პრეზიდენტის მუნ ჯე ინის განცხადებით, მომდევნო დღეები ეპიდემიის წინაშე მდგარი სამხრეთ კორეისთვის გადამწყვეტი იქნება.
კომენტარები