ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსის, ეკა ადამიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევათა მზარდი რაოდენობის ფონზე, პროცესში რეზიდენტების ჩართვა იგეგმება, რომლებიც აქტიურად მიიღებენ პროცესში მონაწილეობას და რიგ შემთხვევაში, ეს საქმიანობა თავიანთ კურსში ჩაეთვლებათ.
„ამ პროცესში აქტიურად მოიაზრება რეზიდენტების და ასევე, მაღალი კურსის სტუდენტების ჩართვა, რომლებსაც შეუძლიათ, დისტანციურ, ონლაინ სერვისებში მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ ასეთი პრაქტიკა უკვე გამოვიყენეთ, როდესაც თავიდან დაიწყო ონლაინ კლინიკების ფუნქციონირება. ამ პროცესში თავიდანვე გვყავდა ჩართული მაღალი კურსის სტუდენტები. მიმდინარე კოვიდ დადასტურებული შემთხვევების დისტანციურ მართვაშიც გათვალისწინებულია რეზიდენტების ჩართვა, რომლებიც აქტიურად მიიღებენ პროცესში მონაწილეობას და რიგ შემთხვევაში, ეს თავიანთი რეზიდენტურის კურსში ჩაეთვლებათ. ესენი არიან რეზიდენტები, რომლებიც პრაქტიკულ საქმიანობას ეწევიან და ამ მიმართულებით გარკვეულ კურსებს გადიან. ეს საკითხი კიდევ უფრო დაიხვეწება და უახლოეს დღეებში გაჟღერდება”
კომენტარები