ეპიდემიოლოგის, ოთარ ჩოკოშვილის ინფორმაციით, ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ ადამიანის ცხვირის შესასვლელი ვირუსისთვის საინტერესო რეცეპტორებითაა მოფენილი.
ჩაითვალა, რომ დღეისთვის ვირუსი ძალიან მარტივად შეჭრას სწორედ ცხვირიდანიწყებს და შემდგომ იგი ქვემო სასუნთქ გზებში გადადის.
ამის შესახებ ეპიდემიოლოგმა „პალიტრა ნიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს, რომ დავიცვათ ჩვენი პირის და ცხვირის ღრუ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირბადე არა მარტო პირს ფარავდეს, არამედ მჭიდროდ იყოს მორგებული ცხვირსა და პირზე“,- განაცხადა ჩოკოშვილმა.
კომენტარები