კორონავირუსის პარალელურად ჩინეთში კიდევ ერთმა ვირუსმა იფეთქა. ეს არის ქათმის გრიპი – H5N1. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ეპიდემიის ეპიცენტრი გავრცელების ზონის მეზობელი პროვინცია ჰუნანია.
ეპიდემიის ეპიცენტრი გავრცელების ზონის მეზობელი პროვინცია ჰუნანია. ერთ-ერთ ფერმაში 4500-მდე შინაური ფრინველი დაავადდა და დაიღუპა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გრიპის გავრცელების პრევენციის მიზნით პროვინციაში 18 ათასამდე ქათამი გაანადგურა.
ჩინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, H5N1-ის ვირუსით ადამიანების ინფიცირების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა.
კომენტარები