ჩინეთის ხელისუფლების მტკიცებით, აპრილში ისინი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობას დაასრულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ New York Post-ი ავრცელებს.
მათივე თქმით, ვაქცინა მხოლოდ საგანგებო შემთხვევებში იქნება გამოყენებული. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე ქვეყანაში 8 ინსტიტუტი მუშაობს.
„ჩვენი გათვლებით, ვიმედოვნებთ, რომ აპრილში ზოგიერთი ვაქცინა უკვე კლინიკური კვლევებისთვის ან განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენებისთვის იქნება მზად“, – აცხადებს ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის განვითარების ფონდის დირექტორი ჟენ ჟონვეი.
კანონის მიხედვით, ვაქცინების ტესტირება 12-დან 18 თვემდე უნდა გრძელდებოდეს, თუმცა მათი გამოყენება მანამდეც შეიძლება, თუ ამით მიღებული სარგებელი რისკებს გადაწონის.
კომენტარები