საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ინფექციური დაავადების სხვისთვის გადადება დასჯადია და რიგ სანქციებს ითვალისწინებს, კანონის კარგად წაკითხვის შემთხვევაში, ბევრი საჯარო მოხელე გაგვახსენდება, რომლის ქცევა, ან განცხადება, ან ინფორმაციის დამალვა, სწორედ, ამ არსებული კანონით ისჯება:
1.მუხლი 132. განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა
1. სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
2. სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
მუხლი 247. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება
1. იმ გარემოების, ფაქტის ან მოვლენის შესახებ ინფორმაციის დამალვა ან გაყალბება, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან გარემოს, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ვალდებული იყო მიეწოდებინა ეს ინფორმაცია მოსახლეობისათვის, – ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით სამ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე .
2. იგივე ქმედება, ჩადენილი მოხელის მიერ ან რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
მუხლი 248. სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევა
სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანთა მასობრივი დაავადება ან მოწამვლა, –ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შეგახსენებთ, “ალიას” ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროს 2 თანამშრომელია ინფიცირებული, მათ კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდათ (საუბარია თანამშრომლებზე, რომლებიც დიდი დარბაზში სხვა ოპერატორებთან ერთად და შეხვედრები აქვთ დღეში ასამდე ბენეფიციართან, ამ განყოფილების ბენეფიციარები კი უმეტესობა ავადაა, ქრონიკული, ან სხვა დაავადებით, ან ოჯახში ჰყავს დაავადებული ადამიანი). მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სამინისტრო არათუ ფაქტს არ ასაჯაროებს, თანამშრომლები არ დაუტესტავს, არ დაუკეტავს დროებით შენობა და არ ჩაუტარებია დეზინფექცია, არ გადაუყვანია განყოფილება ამ დრომდე ონლაინ რეჟიმზე, ისევ იღებს ბენეფიციარებს, ისე, რომ ამ დრომდე დადგენილი არა აქვს, გადაედო თუ არა ინიცირებულებიდან მის რომელიმე თანამშრომელს, ან ხომ არ გადასდეს რომელიმე ბენეფიციარს ვირუსი.
კანონის რომელი მუხლით ისჯება ჯანდაცვის მინისტრის ქცევა, ერთით, თუ ყველა მუხლით ერთად – თქვენ განსაზღვრეთ!
კომენტარები