ჩინეთში თვეების განმავლობაში ყველაზე უარესი ვითარებაა კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით.
კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი, სწრაფად ვრცელდება. აქამდე ჩინეთი სხვა ქვეყნებზე უკეთ ახერხებდა „დელტა“ ვარიანტის თავიდან აცილებას.
ასიათასობით ადამიანი ლოკდაუნში იმყოფება პროვინცია ჯიანსუში, ნანკინში კი 9,2 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა ტესტი.
31 ივლისს ახალი შემთხვევები გახდა ცნობილი პროვინცია ფუჯიანში და ჩონკინის მუნიციპალიტეტში.
ქვეყნის მასშტაბით დღემდე 1,6 მილიარდი დოზა ვაქცინა იქნა გამოყენებული.
პარალელურად, იმატებს კითხვები ჩინური წარმოების ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ, რაც 50-დან 80 პროცენტამდეა.
გამოკვლევები აჩვენებს, რომ ჩინური ვაქცინები ხელს უშლის სერიოზულ გართულებებს და სიკვდილიანობას, თუმცა, შეშფოთება იმის გამო იზრდება, რომ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ნანკინის საერთაშორისო აეროპორტის დამლაგებელთაგან, რომლებიც ინფექციის ახალი გავრცელების მთავარ წყაროს წარმოადგენენ, თითქმის ყველა აცრილი იყო.
შეგახსენებთ, ჩინეთის განცხადებით, 200 ახალი შემთხვევა დადასტურდა სწორედ ნანკინში, შემდეგ კი ინფიცირება გავრცელდა სხვა რეგიონებში და მათ შორის, პეკინში.
წყარო – რადიო თავისუფლება
კომენტარები