SKYNEWS-ის ცნობით, ბრიტანელმა ექიმებმა კორონავირუსის ვაქცინა გამოიგონეს. პროფესორი რობინ შეტოკის თქმით, მისმა გუნდმა მნიშვნელოვან მეცნიერულ მიღწევას მიაგნო სამედიცინო დარგში ჩინეთში გავრცელებულ ვირუსთან საბრძოლველად.
მისი თქმით, სტანდარტული მიდგომებით, ვაქცინის შექმნას კლინიკებსა და ლაბორატორიებში 2-იდან 3 წლამდე სჭირდება ხოლმე, თუმცა მისი კოლეგების თანმიმდევრული მუშაობის შედეგად ანტიდოტის შექმნას 14 დღე დასჭირდა.
მეცნიერი აღნიშნავს SKY NEWS-თან ინტერვიუში, რომ ვაქცინის გამოცდები დაიწყება ცხოველებზე შემდეგი კვირიდან. მეორე ფაზა ვირუსთან ბრძოლაში კი მისი თქმით, იქნება ის რომ, რაც შეიძლება მალე დაიწყონ აღნიშნული პრეპარატზე ადამიანების შემოწმება.
ამ დროისთვის კორონავირუსით 560-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი და 28 000-ზე მეტი კი ინფიცირებული
კომენტარები