მამა საბა ჭიკაიძემ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში კორონავირუსთან დაკავშირებით ისაუბრა:
„თუ ვინმე დაავადებულია, რწმენით, რომ მოვა და მოეახლება წმინდა ზიარებას, პირიქით განიკურნება ის. კორონავირუსით დაავადებული, რომ მოვიდეს და ეზიაროს, მის შემდეგ მე ვეზიარები. აი ნახავთ, რომ არაფერი გადამედება. იმიტომ კი არა, რომ მე ვარ მაგარი, იმიტომ, რომ მე მწამს რომ ეს ქრისტეს სისხლი და ხორცია. ვისაც არ სწამს, რომ წმინდა ბარძიმში ქრისტეს უხრწნელი სისხლი და ხორცია, ის რისთვის მოდის საერთოდ ეკლესიაში, ვერ ვხვდები“ – განაცხადა მამა საბა ჭიკაიძემ.
29 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საპატრიარქო საერთო კოვზიდან ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს და კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. მათი თქმით, ზიარებისთვის ერთი კოვზის გამოყენების პრაქტიკა ათასწლოვან ისტორიას ითვლის, მორწმუნეები კი ამას არ უშინდებოდნენ.
კომენტარები