22 თებერვალს სამშობლოში დაბრუნდა რუსეთის 8 მოქალაქე, რომლებიც იაპონიაში საკარანტინო ზონაში მყოფი საკრუიზო ხომალდ “დაიმონდ პრინსესის” მგზავრები იყვნენ, რომელზეც კორონავირსის ეპიდემიამ იფეთქა.
როგორც რუსეთის ვიცე-პრემიერმა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის ხელმძღვანელმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა, სამშობლოში დაბრუნებული მგზავრებიდან სამს კორონავირუსი აქვს და ისინი ყაზანში, ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სხვა ევაკუირებულები, ასევე სპეცპერსონალი, რომლებმაც ეს ევაკუაცია განახორციელა, დროებით, 14 დღის განმავლობაში, საკარანტინო ზონაში დარჩებიან.
აღსანიშნავია, რომ სულ ხომალდზე რუსეთის 24 მოქალაქე იმყოფებოდა. გოლიკოვამ აღიარა, რომ დანარჩენმა 16-მა მგზავრმა უარი თქვა რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს სპეცრეისით სამშობლოში დაბრუნებაზე. ექვს მათგანი უკვე იაპონიის ტერიტორიაზე იმყოფება.
რაც შეეხება სამ დაინფიცირებულს, რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, მათ ვირუსის იოლი ფორმა აქვთ, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში არ არის.
კომენტარები