თბილისი ინფექციურ საავადმყოფოს ახალი პაციენტები არ მიუღია. ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ხუთივე ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია.
„რაც შეეხება 5 ახალ შემთხვევას ყველა წყარო ცნობილია, 3 საკარანტინო სივრციდანაა და გრძლდება მათი კონტაქტების ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 275 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
კომენტარები