ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 1770-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ხუბეის პროვინციაში ბოლო 24 საათში გარდაცვალების 100 შემთხვევა დაფიქსირდა.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2050 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი 70 550 შეადგინა. ინფიცირებულთა რიცხვმა კი, გლობალური მასშტაბით 71 200-ს გადააჭარბა.
ცნობისთვის, დღემდე ვირუსით ინფიცირებული 10 879 ადამიანია გამოჯანმრთელებული.
კომენტარები