თელავის ცენტრალური საავადმყოფო შესაძლო კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს დღეიდან მიიღებს, რისთვისაც შვიდი პალატა უკვე მზად არის.
კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, ერთი სართული მთლიანად იზოლირებულია და პაციენტების მიღებას საავადმყოფო უკვე მიმდინარე კვირიდან დაიწყებს. თელავის ცენტრალური საავადმყოფოს მედპერსონალს შესაბამისი ტრენინგი ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა რამდენიმე დღის წინ ჩაუტარეს.
კახეთში ეპიდსიტუაცია ამ დროისთვის სტაბილურია და COVID-19-ის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ამ დრომდე არ ფიქსირდება.
კომენტარები