“ალია”, მოაწოდეს ინფორმაცია, რომ საქართველოს რეგიონებში პანიკაა. განსაკუთრებით იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებიც აზერბაიჯანს, სომხეთს და თურქეთს ესაზღვრება. კონკრეტულ ადგილებზე მოსახლეობა უკვე იმარაგებს სხვადასხვა პროდუქტს, ძირითადად ბურღულეულს და კორონა-ვირუსის შემოტევისთვისწ ემზადება. ეს ყველაფერი მას შემდეგ უფრო გამძაფრდა, რაც ხელისუფლებამ საზღვრებთან სასწრაფო დახმარების მანქანები დააყენა და ექიმები უკვე სახმელეთო საზღვრით შემომსვლელსა და გამსვლელს ამოწმებენ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის.
მუნიციპალიტეტების პირველ პირებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე დაეგზავნათ ბრძანება, რომ მოაწყონ ე.წ. საკარანტინო ოთახები. მართალია, ეს ოთახები ჯერჯერობით სამედიცინო ტექნიკით არ იქნება აღჭურვილი, მაგრამ საჭროების შემთხვევაში, ყველაფერი ზუსტად ერთ დღეში მოგვარდება. რაც მთავარია, ეს ოთახები არ იქნება განთავსებული საავადმყოფოების რომელიმე ფლიგელში, არამედ იქნება ცალკე შენობებში, რომლის დაცვა და კონტროლი უფრო გამარტივდება. ანუ, პაციენტების იქ მოთავსების შემთხვევაში, შეღწევა და გამოღწევა მარტივი რომ არ იყოს.
იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლება ნელ-ნელა გვაპარებს მოსალოდნელ საფრთხეს, ისინი ჯიუტად არ ადასტურებენ საქართველოში კორონა-ვირუსის დაფიქსირების ფაქტს. არადა, კულუარებში აქტიურად საუბრობენ, რომ ირანის ოთხ და ჩინეთის ორ მოქალაქეს, კორონა-ვირუსი უკვე დაუდგინდათ და ისინი საჩხერეში ჰყავთ გადაყვანილი. სავარაუდოდ, მაქსიმუმ მომავალ კვირას, უკვე ოფიციალურად გვეტყვიან, რომ მომაკვდინებელი ვირუსი ჩვენთანაც არის, მაგრამ…
„საქართველო იყო მეხუთე ქვეყანა ევროპაში, სადაც შესაძლებელი გახდა კორონა-ვირუსის არსებობის დადგენა. რა თქმა უნდა, ეს ლუგარის ლაბორატორიის დამსახურებაა. ამიტომ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ კორონა-ვირუსის აფეთქების შემთხვევაში, საქართველო გახდება რეგიონის ცენტრი და აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან, პაციენტებს სწორედ აქ ჩამოიყვანენ გამოსაკვლევად თუ სამკურნალოდ. ხელისუფლებას ყველაზე მეტად სწორედ ამის ეშინია, ანუ ერთია, როცა მოსახლეობას აფრთხილებ და ადამიანებმა იციან, რომ ვირუსი არსებობს და მეორე, როცა სხვადასხვა ქვეყნიდან მოგყავს დაავადებული ადამიანები, ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ეს ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით გადაიტანონ და არავინ არის იმის გარანტი, რომ ასე არ მოხდება. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წინააღმდეგ, ხელისუფლება უბრალოდ ვერ წავა“,-გვეუბნება ჩვენი წყარო.
ვერ გეტყვით, რა იქნება ხვალ, მაგრამ პანიკის საფუძვლის არსებობის მიუხედავად, მოსახლეობამ ცივი გონებით უნდა იმოქმედოს და პროდუქტების მოგროვების ნაცვლად, უსაფრთხოების ზომებზე იზრუნოს, ანუ იმ რეკომენდაციებზე, რომლებსაც ექიმები გვეუბნებიან, თუმცა რამდენად გაამართლებს ეს რეკომენდაციები მაშინ, თუ საქართველო ნამდვილად რეგიონის სამკურნალო ცენტრი გახდება, ვერ გეტყვით.”
“ალია”
კომენტარები