მოადგილე, პაატა იმნაძე ესპანეთში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეზე საუბრობს და აცხადებს, რომ კორონავირუსით დაღუპული კიდევ ერთი ქართველი ახალგაზრდა ქალია.
მისი თქმით, გარდაცვლილს ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა და ამას დაერთო კორონავირუსი.
„არის ერთი ძალიან სამწუხარო ფაქტი, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მივიღეთ შეტყობინება, რომ ესპანეთში გარდაიცვალა ჩვენი თანამემამულე, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჰქონდა ონკოლოგიური დაავადება და ამავე დროს, კორონავირუსი.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ამჟამად კავშირშია, როგორც შესაბამის უწყებებთან ესპანეთში, ასევე ოჯახთან, რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ ოჯახის ყოველმხრივ დახმარება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
კომენტარები