ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 11 პაციენტიდან 5 თბილისში მკურნალობდა, 3 – ბათუმში, 2 -იმერეთში, ერთი კი გორში, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 124-ს შეადგენს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 7 613-ს შეადგენს.
კომენტარები