ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეალური რაოდენობა, შესაძლოა, ოფიციალურ მონაცემებს სამჯერ აღემატებოდეს. ამის შესახებ გამოცემა The Times of India წერს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწემ, სამირა ასმამ განაცხადა, რომ პანდემიის პერიოდში, COVID-19-ით შესაძლოა 6-8 მილიონამდე ადამიანი იყოს გარდაცვლილი და არა 3.4 მილიონი, როგორც ეს ოფიციალურ მონაცემებში წერია.
ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსით სულ 166 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 3 458 946 გარდაიცვალა.
კომენტარები