ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 5 ახალი პაციენტის შემთხვევა ამერიკაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება. ხუთვე მათგანი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
ეზუგბაიას გნმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ყველას ამერიკაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ისინი ერთ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან. ყველა მათგანი, ვირუსის დადასტურებამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
„ხუთივე პირი ამერიკიდან ჩამოსული იყო, თუმცა ყველა სხვადასხვა დროს, შესაბამისად ერთ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან. წყარო არის ამერიკა, თუმცა ყველა დამოუკიდებელი კონტაქტია. როდესაც გამოუვლინდათ სიმპტომები, მოგვაკითხეს და ჩვენ ავიღეთ ტესტები. ნაწილს ტესტები ჩაუტარდა გუშინ დილით, ნაწილს კი საღამოს”,- აღნიშნა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით დაავადების კიდევ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაავადებულთა საერთო რაოდენობა 66-მდე გაიზარდა.
კომენტარები