კორონავირუსით ინფიცირებული ხუთივე ახალი პაციენტის წყარო ცნობილია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
მისივე განმარტებით, ისინი საკარანტინე სივრცეებიდან გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებებში. ჯამში, კოვიდცენტრებში 258 ინფიცირებული მკურნალობს, რაც დადასტურებული შემთხვევების 39%-ია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი 5 ადამიანს დაუდგინდა, 11 კი გამოჯანმრთელდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 652ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 4373 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 386. ინფექციას სულ 11 ადამიანი ემსხვერპლა.
კომენტარები