კორონავირუსით ინფიცირებული 5 ახალი პაციენტის წყარო ცნობილია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
„ამ პაციენტებიდან 3 უკვე დადასტურებულ ინფიცირებულებთან კონტაქტია, 2 კი საკარანტინო სივრციდანაა“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 14 კი გამოჯანმრთელდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 728 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 509 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში 3614 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 316.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
კომენტარები