ამ წუთებში ცნობილი გახდა, რომ საქართველოში, კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, ამ ინფორმაციას აჟღერებს, ინფექციური საავდმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. ეს ის პაციენტია, რომელზედაც დღეს ქალბატონი მარინა ენდელაძე საუბრობდა:
“ჩვენ 18 რიცხვიდან ერთი პაციენტის სიცოცხლისთვის ვიბრძვით, რომელის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და რომელსაც ყოველდღიურად, ძალიან დიდი ძალისხმევით ვაცოცხლებს, ეს მძიმე პაციენტი ქალბატონია, რომელსაც ბევრი თანმხლები დაავადება აქვს” – ამბობდა ცოტა ხნის წინ, ქალბატონი მარინა ენდელაძე და როგორც ამ წუთებში გახდა ცნობილი, სწორედ ეს ქალბატონი გარდაიცვალა.
ქალბატონი, რომელიც გარდაიცვალა 86 წლის ბრძანდებოდა.
კომენტარები