ჩინეთის პროვინცია ჰუბეიში მცხოვრები დაინფიცირებული 55 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ პირველი იყო, ვისაც კორონავირუსი გამოუვლინეს, ეს კი 2019 წლის 17 ნოემბერს მოხდა. ამის შესახებ ჰონგკონგური გაზეთი South China Morning Post-ი წერს, რომელიც ჩინეთში გამოუქვეყნებელ დოკუმენტებს ეყრდნობა.
2019 წლის 17 ნოემბრის შემდეგ, ჩინელმა ექიმები ყოველდღიურად ერთიდან ხუთამდე ადამიანს უვლიდნენ ახალ ვირუსს, მაგრამ მხოლოდ დეკემბრის ბოლოს მიხვდნენ, რომ საქმე ჰქონდა ახალი ტიპის კორონავირუსთან. 15 დეკემბრისთვის, ახალი ინფექცია COVID-19-ი 27 ადამიანს ჰქონდა, 20 დეკემბერს კი უკვე 60-ს.
ოფიციალურ ანგარიშში, რომელიც პეკინმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას წარუდგინა, წერია, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა 8 დეკემბერს გამოვლინდა. ჩინეთის ხელისუფლება ვირუსის გადაცემას ადამიანიდან ადამიანზე 21 იანვრამდე არ აღიარებდა.
გამოცემის ცნობით, 2019 წელს, ახალი ტიპის კორონავირუსი სულ მცირე 266 ადამიანს დაუფიქსირეს. თითოეული მათგანი რაღაც მომენტში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აღმოჩნდა.
ამ ეტაპისთვის ვირუსის ბუნებრივ რეზერვუარად ღამურა მიიჩნევა.
კომენტარები