ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა. დაავადებულთა რაოდენობა 7711-ს შეადგენს, მათგან 1400-მდე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო უწყება ავრცელებს.
მსხვერპლთა შორის, 162 ადამიანი ხუბეის პროვინციაში გარდაიცვალა, რომლის ქალაქი უხანი დაავადების გავრცელების ეპიცენტრია.
კომენტარები