დღეს, ათენში ჩაფრინდა ჩინეთის მოქალაქეების 15 კაციანი ჯგუფი, მგზავრები პირდაპირ იმ ქალაქიდან ჩამოვიდნენ, სადაც ე.წ მკვლელი ვირუსის ეპიცენტრია.
ჩინეთის მოქალაქეები გამოექცნენ მათ ქვეყანაში არსებულ სასიცოცხლო საფრთხეს და თავი შეაფარეს საბერძნეთს. თუმცა, ამით უდიდესი საფრთხის წინაშე დააყენეს საბერძნეთიც. მათი ფრენის დანიშნულების ადგილი იყო სანტორინი. ტურისტებმა იზოლირებულად გაიარეს შემოწმება, მაგრამ ეს არ კმარა ეპიდემიის თავიდან ასარიდებლად
ჩინელი მოქალაქეები უპრობლემოდ გაუშვეს დანიშნულების ადგილას, სანტორინზე. მედიკოსები გვირჩევენ რომ უახლოს აფთიაქში ვიყიდოთ პირბადეები და ვერიდოთ ტერიტორიულად ხალხ მრავალ ადგილს რადგან ვირუსი გადამდებია .
შეგახსენებთ , რომ ‘’კორონა’’ ვირუსს 56 ადამიანი ემსხვერპლა ჩინეთში, ეროვნული ჯანდაცვის კომისის ცნობით ვირუსის დადასტურებული ფაქტი 1500 ს აღწევს, ასევე არის ცნობები რომ ვირუსი გავრცელებულია ტაივანში, სამხრეთ კორეაში, ტაილანდსა და იაპონიაში, აშშ-ში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გირჩევთ, თავი შეიკავოთ ცხოველებთან დაუცველად მიკარებისგან, ასევე თავი აარიდოთ იმ ადამიანთან კონტაქტს, რომელსაც გრიპის სიმპტომები აქვს.
კომენტარები