ახალი კორონავირუსით მსოფლიოში 4 983 ადამიანი გარდაიცვალა, 134 769 დაინფიცირდა, 70 387 კი გამოჯანმრთელდა.
ჩინეთში ვირუსს 3177 ადამიანი ემსხვერპლა, 64 000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთში ვირუსს 21 ადამიანი ემსხვერპლა. ჩინეთის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაში ფიქსირდება, სადაც ვირუსის მსხვერპლთა რაოდენობა 1016-მდე გაიზარდა.
ამ დროისთვის კორონავირუსი მსოფლიოს 127 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული.
კომენტარები