კორონავირუსთან ბრძოლაში ესპანეთის შეიარაღებულმა ძალებმა ნატოს ჰუმანიტარული დახმარების თხოვნით მიმართეს.
ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 40.000 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 2700-მდე გაიზარდა.
ნატოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ესპანეთი საერთაშორისო დახმარებას მოითხოვს, კერძოდ სამედიცინო აღჭურვილობის მიწოდებას, რაც ესპანეთს ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების შეკავებაში, როგორც სამხედროებს, ასევე სამოქალაქო მოსახლეობას შორის.
კერძოდ, ესპანეთი ითხოვს 450.000 რესპირატორის, 500.000 სწრაფი ტესტის, ხელოვნური სუნთქვის 500 აპარატიუს და 1.5 მილიონი სამედიცინო პირბადის მიწოდებას.
კომენტარები