დღეს ყველაზე მთავარი პრიორიტეტი არის კორონავირსთან ბრძოლა, სადაც როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ადგილობრივი თვითმმართველობები, პარტია ყველა გადართულია, რომ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად დავამარცხოთ და მოვიგოთ ეს ბრძოლა. როდესაც ეს ყველაფერი დალაგდება და დასტაბილურდება რა თქმა უნდა დავიწყებთ მზადებას არჩევნების მიმართულებითაც, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
„საკოორდინაციო საბჭო, ცენტრალური ხელისუფლება, ყველა ვმუშაობთ იმაზე, რომ წარმოდგენილი იქნას გეგმა, რომ თვის ბოლოდან, როგორ მოვახერხოთ ეკონომიკური საქმიანობის ეტაპობრივად გაგრძელება, რომ უკვე ეკონომიკური პროცესი დაიწყოს. თუ ყველაფერი კარგად იქნა, თვის ბოლოსთვის ვვარაუდობთ, რომ საზოგადოებას წარვუდგენთ საარჩევნო პროექტს“, – აღნიშნა კალაძემ.
კომენტარები