კორონავირუსის საფრთხე და ინფექციასთან ბრძოლის კვალი ქართველი ექიმის სახეზე -თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ბერიძე ბოქსირებული განყოფილების ექიმი-ინფექციონისტის, ეკა ნაფეტვარიძის ფოტოს აქვეყნებს, აღბეჭდილია ექიმის სახე. მას სპეციალური ეკიპირების რამდენიმესაათიანი ტარების კვალი ამჩნევია.
„ეკა ნაფეტვარიძე ბოქსირებული განყოფილების ექიმი-ინფექციონისტია… მის სახეზე სპეციალური ტანსაცმლის კვალია ასახული“, – წერს სოციალურ ქსელში ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის წარმომადგენელი, გიორგი ბერიძე.
ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, ეკა ნაფეტვარიძემ უმკურნალა კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ პაციენტს, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გაწერეს.
„ნიუპოსტი“
კომენტარები