თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაია ამბობ, რომ კორონავირუსზე ტესტი გუშინ 21 პაციენტს ჩაუტარდა და მხოლოდ ერთი დადებითი პასუხი მიიღეს.
როგორც ეზუგბაიამ ინფექციურ საავადმყოფოსთან შეკრებულ ჟურნალისტებს უთხრა, ცხრა პაციენტის სინჯები დილით აუღეს, პასუხი კი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
მისივე თქმით, გუშინ, 21 პაციენტთან ჩატარდა კვლევა და მხოლოდ ერთთან დადგა დადებითი შედეგი.
ამასთან, თბილისის ინფექციური საავდმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, გამოჯანმრთელების ხანგრძლივობა შეიცვალა, კერძოდ, მისი თქმით, აქამდე მოცემული იყო ორი კვირა და გახანგრძლივდა სამ კვირამდე.
კომენტარები