ფოტო – ბათუმელები
შეგახსენებთ, დღეს ბათუმში, კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. “ტვ პირველთან” ადგილობრივი მაცხოვრებელი საუბრობს:
“დაშენების ბრალი არ მგონია, ვფიქრობ საძირკველს რომ უთხრიდნენ იმის ბრალია, ყველა სარდაფში რაღაც გახსნილია, სარდაფი არ არის დატოვებული, კორპუსი იყო გამოშიგნული. მე უფრო ვფიქრობ, რომ ვერ გაუძლო საძირკველმა.
ეს ლიფტი 20-25 წელია არსებობს და ჩამოსანგრევი თუ იყო, აქამდე ჩამოინგრეოდა, მე ექსპერტი არა ვარ, მაგრამ ეგ ლიფტი დიდი ხანია არსებობს.
12-ის წუთებზე არანორმალური ხმა გავიგე ნგრევის, მე გვერდით ვცხოვრობ, ჩემი სახლის ქვეშაც გამოშიგნულია და მეგონა ჩემ ქვემოთ ჩაინგრა. გავედი კატასტროფა დავინახე, ხალხი ყვიროდა, ადამიანები იყო მოყოლილი.. წამოვედი, სახლში შესვლა ადამიანურად მეშინია, არავინ იცის, გვერდითა სადარბაზო როდის ჩამოინგრევა…
სკოლები რომ დაწყებულია, მადლობა ღმერთს, ბავშვები სკოლებში იყვნენ, ადამიანები სამსახურებში იყვნენ, მაგრამ ნანგრევებში მაინც მოხვდა ხალხი, როგორც მეზობლები ამბობენ, ადამიანების ხმა ისევ ისმის, გვიშველეთო…”
კომენტარები