,,გახარია საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი ირაკლი კობახიძის ინიციატივას ეხმაურება:
,,კორუფციის ახალი წყარო მოუფიქრებია წინასაარჩევნოდ კორუმპირებულ კობახიძეს.
როცა პრემიერად დაინიშნა, ჯერ კიდევ მაშინ ვთქვი, რომ კორუფციისთვის (და არა კორუფციის წინააღმდეგ) ბრძოლა და არჩევნების გაყალბება იქნებოდა მისი მთავარი როლი. და აი ბოლომდე გამოავლინა თავი:
ბიუჯეტის ფულით გონგოებს (მთავრობის ენჯეოები) დააფინანსებს, მათ წილში ჩაუჯდება და მთავრობის კორუფციულ საქმიანობას მათთვის შეკვეთილი დასკვნებით გაათეთრებს. მიღებულ შავ ფულს საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენებს.
ასევე, ძალიან ცხადად დაადასტურა ის, რაზეც თვეებია ვსაუბრობთ: ადგილობრივი დამკვირვებლების, NDI-ის და IRI-ის დაკვირვებას არ აღიარებენ. სამთავრობო გონგოები კორუფციის მფარველობით დაიწყებენ და დროთა განმავლობაში არჩევნების დაკვირვების ფუნქციასაც შეიძენენ.
ერთ რამეში ცდება, როცა ჰგონია, რომ კორუფცია დასცალდება იმიტომ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები წაგებული აქვთ. ამიტომ ამზადებენ ნიადაგს არაღიარებისთვის.”
მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული NGO-ებისთვის საგრანტო პროგრამა დავაფუძნოთ – ირაკლი კობახიძე
კომენტარები