პარტია “სამართლიანობისთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი:
ყველაზე „შეგნებული“ კორუფციონერი Irakli Garibashvili ერთხელ კორუფციისთვის გადადგა, მერე გადმოდგა, ბოლომდე ფული აკეთა – ტყეები ჩამოარიგა, ჩარტერებით იფრინა, ახლა ჩამოდგა და პირდაპირ ეთერში აღიარებითი ჩვენება დადო.
დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემა რომ გვქოდნეს, ამ კომენტარის შემდეგ დააკავებდნენ.
მაგრამ გამოძიებაც კი არ დაწყებულა.”
“არ ვთვლიდი საჭიროდ მანამდე ამ თემაზე მესაუბრა, იმდენად პრივატულია. მე არასოდეს, ხაზგასმით აღვნიშნავ, არ მისარგებლია ბიუჯეტით და არ დამიფინანსებია ჩემი პირადი თუ ოჯახის მგზავრობა იქნება თუ სხვა… მე შეგნებულად, მიზანმიმართულად გავაკეთე, მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს იმის საჩვენებლად, რომ წარმომეჩინა კონტრასტი და განსხვავება ჩვენი ხელისუფლების და მეორე უკიდურესობა, რაც იყო გამეფებული 10 წლის წინ…
მე მაქვს, მადლობა ღმერთს, შეძლებული ოჯახი, მე არასოდეს არ ვიყავი გაჭირვებული. მას შემდეგ, რაც მე დავამთავრე უნივერსიტეტი, პოლიტიკამდეც, მე ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან და ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს. ჩემი ოჯახი არასდროს ყოფილა გაჭირვებული. ეს არ არის სიახლე”
კომენტარები