“ხალხის ძალის” ლიდერი გურამ მაჭარაშვილი შალვა პაპუაშვილს იცავს. საქმე ეხება პარლამენტის დერეფანში ხის დარაბების დამაგრებას. “ოცნების” დანაყოფის წევრი, ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს უფლება, საკუთარი კაბინეტში სურვილისამებრ მოიქცეს.
თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ წამყვან ქვეყანას ევროპაში, ხდებოდეს საკანონმდებლო ორგანოში ის, რაც ხდება ჩვენთან. ჩვენ რამდენიმეგან ნამყოფი ვართ, სტუმრებად მათ შორის, დერეფნებშიც და ჟურნალისტი არა თუ არ აედევნება დეპუტატს, არამედ კაბინეტთან მიახლოების საშუალებაც კი არ აქვს. ახლა, კოსტუმს როგორ გამოიცვლის კაბინეტში, თქვენთვის რატომაა საინტერესო?, – ამბობს მაჭარაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარემ დერეფანს, რომელიც მის კაბინეტს უკავშირდება, დარაბები ააფარა. კადრებში, რომელიც პარლამენტშია გადაღებული, ჩანს, რომ შენობას იერსახეს უცვლიან და ხის დარაბებს ამონტაჟებენ.
კომენტარები