თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცის გალერეა, 22 მარტიდან წარმოგიდგენთ კოტე სულაბერიძის პერსონალურ გამოფენას „ჩემი კავკასიონი”. გამოფენა მხატვრის 1990-იანი წლებიდან დღემდე შექმნილ შერჩეულ ნამუშევრებს აერთიანებს.
გამოფენის მთავარი ღერძია სამშობლოს იდეა, რომელიც პირდაპირი ან ირიბი მინიშნებებით კვეთს მხატვრის თითოეულ ნამუშევარს. დღევანდელ გარემოში, სადაც საქართველო მრავალ გამოწვევას უპირისპირდება, ეს გამოფენა არ არის მხოლოდ რეტროსპექტული ხედვა; ეს არის დიალოგი წარსულსა და აწმყოს შორის და ფიქრი მომავალზე. ჩემი კავკასიონი – სადაც წარმოდგენილია თანამედროვე საქართველოს პირველი ნაბიჯების პარალელურად შექმნილი ნამუშევრები, ერთის მხრივ ისტორიის მიმოხილვაცაა და თანამედროვე გამოწვევებზე რეაქციაც.
კოტე სულაბერიძის ნამუშევრებში სამშობლო არ არის მხოლოდ გეოგრაფიული ან პოლიტიკური სივრცე. ეს არის ემოციური და კულტურული ლანდშაფტი, რომელიც რეალური და სიმბოლური დეტალებით ივსება, საბნის ნაოჭებიდან – მთის ფერდებამდე. მისი შემოქმედება ერთდროულად ასახავს სახიფათო, რთულ რეალობასა და ინტიმურ კავშირს სამშობლოსთან.
კოტე სულაბერიძე (დაბ. 968) ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი ნამუშევრები 1990-იან წლებში გამოჩნდა და მას შემდეგ კონცეპტუალური ფერწერის, წიგნის ილუსტრაციისა და ვიდეო არტის მიმართულებით მუშაობს.
მხატვარს 100-ზე მეტი წიგნის დიზაინსა და ილუსტრაციაზე უმუშავია, მათ შორის ერლომ ახვლედიანის წიგნის ვანო და ნიკო ჰოლანდიურ ენაზე გამოცემისთვის (Voetnoot, 2003), ქართულ გამოცემებზე კენ კიზის… გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა (დიოგენე, 2012) და უმბერტო ეკოს ვარდის სახელით (დიოგენე, 2011).
კოტე სულაბერიძე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებსა და გამოფენებში. მისი ბოლოდროინდელი სოლო გამოფენებია: ,,მშვიდი ცხოვრება’’ (თანამედროვე ხელოვნების გალერეა, ქარვასლა, თბილისი, 2020); ,,…ტურფასა საბაღნაროსა…’’ (ბაია გალერეა, თბილისი, 2023). მისი ნამუშევრები აგრეთვე წარმოდგენილი იყო თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში – KIASMA (ჰელსინკი, ფინეთი, 2007); ProgressiveNostalgia – Centro per L’Arte Contemporanea Luiggi Pecci (პრატო, იტალია, 2007); Sotheby’s-ის აუქციონის სახლსა (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, 2013) და Vienna Fair-ზე (ვენა, ავსტრია, 2014).
სულაბერიძემ განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიიღო, ხოლო შემდგომ წლებში პედაგოგიური მოღვაწეობა გააგრძელა თბილისის სამხატვრო აკადემიასა და თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლაში (VA(A)DS).
გამოფენის კურატორები არაინ სანდრო სულაბერიძე და მარიამ წიქარიძე.
გამოფენის ნახვა შესაძლებელია ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00-დან 20:00 საათამდე, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში მარჯანიშვილის ქ.7.
Kote Sulaberidze
My Caucasus
You can visit the exhibition from March 22, 17:00 to 20:00.
Exhibition duration: March 22 – May 31, 2025
The gallery of TBC Concept’s multifunctional space is pleased topresent Kote Sulaberidze’s solo exhibition My Caucasus. The exhibition brings together selected works created by the artist from the1990s to the present day.
The main axis of the exhibition is the idea of the Motherland, whichcrosses each of the artist’s works with direct or indirect references. Intoday’s context, where Georgia faces numerous challenges, thisexhibition is not just a retrospective; it is a dialogue between the pastand the present and reflections on the future. My Caucasus showcasesworks created alongside the first steps of modern Georgia—servingboth as a historical review and a response to contemporary challenges.
In Kote Sulaberidze’s works, the Motherland is not just a geographicalor political space but an emotional and cultural landscape, filled withboth real and symbolic details—from the folds of a blanket to theslopes of a mountain. His art simultaneously reflects a dangerous, complex reality and an intimate connection to the Motherland.
Kote Sulaberidze (b. 1968) is one of the key figures in contemporaryGeorgian art. His works emerged in the 1990s, and since then, he hasbeen actively engaged in conceptual painting, book illustration, andvideo art.
The artist has worked on the design and illustration of over 100 books, including Vano and Niko by Erlom Akhvlediani (published in Dutchby Voetnoot, 2003), as well as the Georgian editions of One FlewOver the Cuckoo’s Nest by Ken Kesey (Diogene, 2012) and The Nameof the Rose by Umberto Eco (Diogene, 2011).
Kote Sulaberidze actively participates in international projects andexhibitions. His latest solo exhibitions: A Quiet Life (Gallery ofContemporary Art, Karvasla, Tbilisi, 2020); «…Lovely Garden...» (Baia Gallery, Tbilisi, 2023). His works have also been presented atthe Museum of Contemporary Art KIASMA (Helsinki, Finland, 2007); Progressive Nostalgia – Centro per L’Arte ContemporaneaLuiggi Pecci (Prato, Italy, 2007); Sotheby’s Auction House (London, UK, 2013) and the Vienna Fair (Vienna, Austria, 2014).
Sulaberidze received his education at the Tbilisi Academy of Arts, andin subsequent years continued his teaching activities at the TbilisiAcademy of Arts and the Free University School of Visual Arts andDesign (VA(A)DS).
Curated by Sandro Sulaberidze, Mariam Tsikaridze.
Image: Kote Sulaberidze, ალაზნის ველი (Alazani Valley), 2025, Cardboard, oil, golden nitro enamel, 25 x 35 cm
TBC Concept flagship, Marjanishvili st.7
Opening hours:
Monday-Saturday from 10:00 to 20:00.
(R)
კომენტარები