კოვიდ-19 “ჩემი ცოლის დაქალებშიც” მივიდა. გასულ კვირას “ფორმულა კრეატივის” მძღოლებისგან ფროდაქშენის პროდიუსერი, ირაკლი საღინაძე დააინფიცირდა. ირაკლიმ ჩვენთან გაკეთებულ კომენტარში თქვა, რომ მთელ ჯგუფს ორჯერ ჩაუტარდა ტესტირება. თუ კიდევ ვინმე აღმოჩნდებოდა დაინფიცირებული, ჯგუფი გადაღებას შეწყვეტდა და იზოლაციაში გადავიდოდა.
მსახიობთაგან პირველი, ვისაც კორონავირუსი შეეყარა ტროლი ელვირის როლის შემსრულებელი, ნიკა ქავთარაძე აღმოჩნდა. ნიკამ ფეისბუქზე ატვირთა ფოტო, სადაც ჩანს, თუ როგორ მისდევს რეკომენდაციას და ბერავს ბუშტს.
ირაკლი საღინაძე: – ჩვენ იმ საღამოს ერთად ვიყავით, როცა მე დავინფიცირდი. საბედნიეროდ, ელვირის სცენები გადაღებული გვქონდა. ასე რომ, არ გავიჭედეთ.
გადაღება არ შეჩერებულა. ყველაფერი ჩვეულებრივ გრძელდება.
წყარო – პრაიმამბები
კომენტარები