ოფიციალური პეკინის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჩინეთი მასობრივ ვაქცინაციას თავის მოსახლეობაზე არ ჩაატარებს, რადგან მისი აზრით, კოვიდ 19 ქვეყანაში უკვე სრულად განადგურებულია.
ჩინეთის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანლის, გაო ფუს თქმით, კორონავირუსის ფართო ვაქცინაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება საჭირო, თუ დაავადება ხელახლა ძლიერად გავრცელდება.
ჩინეთის მთავარი ეპიდემიოლოგის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუს სრულად აკონტროლებენ, თუმცა იგი ამავდროულად არ გამორიცხავს, რომ მომავალში ვაქცინაცია შექმნილი რეალობიდან გამომდინარე მაინც საჭირო გახდეს. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 8 ადამიანი დაავადდა კორონავირუსით, რომლის შემდეგაც ინფიცირებულთა რაოდენობამ შეადგინა 85 202. სულ 4634 ადამიანია დაღუპული დაავადებისგან.
გაო ფუს თქმით, ვაქცინაციის მიმღებნი პირველ რიგში უნდა იქნენ წინა ხაზზე მებრძოლი მედიცინის მუშაკები და ეპიდემიის პრევენციაში ჩართული ადამიანები. მისი თქმით, აგრეთვე უნდა მოხდეს უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლების მასშტაბური აცრა და იმ საჯარო მოხელეებისა, რომლებსაც მუშაობა ხალმხრავალ ადგილებში უწევთ და არა მასობრივად.
CYC.GE
კომენტარები