აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ნანა გეგეჭკორი:
,,ც რეაქტიული ცილა არ არის არც ერთი ბაქტერიული ინფექციის სპეციფიური მარკერი.
მომატებული ც რეაქტიული ცილა, ბაქტერიული ინფექციის სხვა ნიშნების გარეშე, კატეგორიულად არ არის ანტიბიოტიკის დაწყების ჩვენება.
კოვიდ-19-ის მკურნალობისვის ანტობიოტიკი კატეგორიულად არ გამოიყენება. კოვიდი ვირუსული დაავადებაა და ყველა ექიმმა უნდა იცოდეს, ინფექციური დაავადებების ანა ბანა, რაც გულისხმობს იმას, რომ ვირუსულ დაავადებებს ანტიბიოტიკებით არ მკურნალობენ.
კოვიდ-19-ს ახასიათებს ც რეაქტიული ცილის მომატება და ის ყოველთვის არ ნიშნავს თანდართულ ბაქტერიულ ინფექციას.
ც რეაქტიული ცილა გეუბნებათ, სადღაც არის ანთებითი პროცესი. ანთებითი პროცესის ეტიოლოგიაზე ის არანაირ ინფორმაციას არ იძლევა.
მომატებულმა ც რეაქტიულმა ცილამ უნდა დაგაფიქროთ ციტოკინური რეაქციის ალბათობაზე.
ანტიბიოტიკი სჭირდებათ მხოლოდ იმ პაციენტებს ვისაც კლინიკური და ლაბორატორიული ნიშნებით დადასტურებული, თანდართული ბაქტერიული ინფექცია აქვთ.
მართლა უხერხულია ამაზე საუბარი ვიცი, მაგრამ ისიც აუტანელია რაც ჩემს თავს ხდება. დღეში მინიმუმ ერთ ათეულ წერილს ვიღებ ამ კონკრეტული პრობლემის ამსახველს. ძალიან უხერხულია მართლა, რომ პაციენტების დიდი ნაწილი ამბობს, ანტიბიოტიკი მომატებული ც რეაქტიული ცილის გამო დაენიშნათ.
P.S. მაპატიეთ, პოსტის ქვეშ კითხვებს ვერ ვუპასუხებ. მორიგე ვარ და სამწუხაროდ ძალიან რთული დღე მაქვს.”
კომენტარები