ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ რაიანის თქმით, ახალი კორონავირუსი, შესაძლოა, არასდროს გაქრეს.
ეს განცხადება ჯანმოს დირექტორმა ასე განმარტა: „ახალი კორონავირუსი უბრალოდ იმ ვირუსების სიას შეუერთდება, რომლის გამოც ადამიანები მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად კვდებიან
ეს ვირუსი, შესაძლოა, კიდევ ერთ ენდემურ ვირუსად იქცეს და არასდროს გაქრეს. აივ-ინფექცია არ გამქრალა.
ამ ორ დაავადებას არ ვადარებ ერთმანეთს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რეალურად შევხედოთ მოვლენებს. არ ვფიქრობ, რომ ვინმეს შეეძლოს იმის პროგნოზირება, თუ როდის ან საერთოდ გაქრება თუ არა ეს დაავადება.“
კომენტარები