მთავრობასა და სადაზღვევო სექტორს შორის უცხოელი ვიზიტორების ქვეყანაში ჩამოსვლისას COVID-19-ის სავალდებულო სადაზღვევო პროდუქტის შექმნასთან დაკავშირებით შეხვედრა რამდენიმე კვირის წინ გაიმართა – ამის შესახებ BM.GE-ს სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა განუცხადა.
„მთავრობასთან გვქონდა საუბარი, როგორ უნდა მოხდეს კოვიდ დაზღვევა. ინფორმაცია გავცვალეთ და ველით შემდგომ ნაბიჯებს. მთავრობა ღელავს და ფიქრობს, რომ ტურისტებს ჩამოსვლის შემდეგ უნდა შეეძლოთ კოვიდ დაზღვევის პაკეტის შეძენა.
მექანიზმი უნდა იყოს შემდეგნაირი – ტურისტმა ჩამოსვლისას უნდა შეიძინოს კოვიდის სავალდებულო დაზღვევა, რომელსაც ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ იყიდის. ის უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. ეს დაზღვევა შეამცირებს კოვიდის მკურნალობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებს. განსაზღვრული იქნება ამ დაზღვევის დღიური ღირებულება და შესაბამისად ამ დაზღვევის შეძენისას კოვიდის დადასტურების შემთხვევაში მკურნალობის ხარჯები სისტემას არ დააწვება.
იმ შემთხვევაში, თუ ეს პროდუქტი გამზადდება კერძო სადაზღვევო კომპანიები იქნებიან ჩართულნი. მთავრობასთან შეხვედრისას, რომელიც რამდენიმე კვირის წინ შედგა, გავცვალეთ კითხვარები. სადაზღვეო კომპანიები მზად არიან, რომ მსგავსი პაკეტები შეიმუშავონ.
ჯერ დეტალები არ არის ცნობილი და ამაზე მუშაობისას მთავარია, რომ გავითვალისწინოთ კოვიდის მკურნალობაზე გაწეული აქაური ხარჯი“
BM.GE
კომენტარები