ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“რაც უფრო მატულობს კოვიდინფიცირებულების რაოდენობა და რეგიონული განაწილება ქვეყანაში, მით უფრო გრძელდება ინფექციური საავადმყოფოს წინ ჩასაბარებელი საზეპიროს ზომა.
მაინტერესებს, რატომ აწვალებენ ექიმებს ამ საზეპიროს დამახსოვრებაში, ნუთუ კომუნიკაციის უფრო ცივილური ფორმა ვერ გამოიძებნა ამდენი ხნის განმავლობაში? მკურნალი ექიმების მიერ ამ ციფრების დამახსოვრება პრინციპის თემაა? როცა ვუსმენ, სულ ვღელავ, რომელიმე ციფრი არ შეეშალოთ.
მრავალი თვის შემდეგ, მისასალმებელია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის გვერდზე გაჩნდა ყოველდღიურად განახლებადი ინფორმაცია ბოლო დღე-ღამეში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობის შესახებ. ამას რეგიონული განაწილებაც რომ დაემატოს (ანუ რასაც ინფექციურის წინ გამართულ პრიფინგზე ამბობენ), ხომ აღარ დაგვჭირდებოდა ყოველდღიურად ამ უცნაური ბრიფინგის იმედად ყოფნა ყველა დაინტერესებულ მხარეს?!
დავამატებ, რომ თავისთავად მადლობელი ვარ პიროვნულად მარინა ეზუკბაიას და მარინა ენდელაძის, რომ ამ ინფორმაციას გვაწვდიან, მაგრამ კოვიდ-ეპიდსიტუაციის კომუნიკაციის ეს ფორმა სრულიად მიუღებლად მეჩვენება.”
კომენტარები