პიარტექნოლოგი, გიორგი კალატოზიშვილი:
“ოპერაციისთვის ვემზადები, რიგში უამრავი პაციენტი დგას და გადის რეგისტრაციას და თქვენ კოვიდ პაციენტი ექიმთან ჩაუშვით, ამოუშვით, სხვა პაციენტებთან კონტაქტში ამყოფეთ და უკან რეგისტრატურაში ამოუშვით “რაღაცეების გასარკვევად”.
სიტყვები არ მყოფნის, ისეთი გაბრაზებული ვარ! სიცხესაც არავის უზომავს აქ შემომსვლელს! ქვეყანაში არსებული უმძიმესი კოვიდსიტუციის გათვალისწინებით, ძალიან უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა! ან პროტოკოლი არ გაქვთ და გაიდლაინი, ან კოვიდპაციენტებუისთვის გამოყოფილი სხვა სივრცე?!
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა/ The First University Clinic არ შეიძლება ასე!”
კომენტარები