24 წლის ვივეკ შარმა ქვის ხელოსანია ინდოეთის შტატ გუჯარათში.
ის კოლეგებს დაეთხოვა და უთხრა, რომ მაღაზიაში მიდიოდა. ამის შემდეგ აღარ დაბრუნებულა.
ძმა ცდილობდა ვივეკთან დაკავშირებას, მაგრამ ძმის ნაცვლად უცნობმა უპასუხა, რომ ვივეკმა ენა მოიჭრა და ის ტაძარში იმყოფებოდა.
ამის შესახებ Times of India წერს.
ჩვენ ის ტაძარში უგონო მდგომარეობაში ვიპოვეთ. საკუთარი ენა ხელში ეჭირა.
– ამბობს პოლიციელი
ვარაუდობენ, რომ ვივეკმა ასეთ სასტიკ ზომას COVID 19-ის შესაჩერებლად მიმართა. ბიჭს ძალიან სურდა ოჯახში დაბრუნება სხვა შტატში, მაგრამ კარანტინის გამო ამას ვერ ახერხებდა. ამიტომაც, სასოწარკვეთაში მან ქალღმერთ კალის საკუთარი ენა შესწირა.
სამართალდამცველებმა მომხდარზე გამოძიება დაიწყეს, ბიჭი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კომენტარები