უკრაინაში, შუმსკის რაიონის სოფელ პოტუტოროვოში კორონავირუსით გარდაიცვალა სასულიერო პირი, რომელიც კარანტინის მიუხედავად, ღვთისმსახურებას ფარულად ატარებდა.
ახლა ინფექციონისტები ცდილობენ, დაადგინონ იმ პირთა წრე, ვისაც ღვთისმსახურთან შეხება ჰქონდა. ცნობილია, რომ მან წირვა სახლში, ჩუმად მაშინაც ჩაატარა, როცა უკვე ინფიცირებული იყო.
ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. ინფორმაცია მედიამ შუმსკის რაიონის ხელმძღვანელის, ვიტალი კუდლაკისგან მიიღო.
კუდლაკი ვიდეო მიმართვაში ამბობს, რომ გარდაცვლილი სოფელ პოტუტოროვოს მცხოვრები, 55 წლის მამაკაცია. უკრაინული მედიის ცნობით, გარდაცვლილი მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმსახურია.
უკრაინული მედი ასევე წერს იმასაც, რომ კიევის ლავრის სასულიერო პირებიც მრევლს სალოცავად მისვლისა და ერთმანეთთან ჩახუტებისკენ მოუწოდებდნენ.
კომენტარები